დომენეკ ტორენმა სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
59 წლის ესპანელ სპეციალისტთან „გალათასარაისთან“ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 ივნისს ამოეწურა და კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვეს.
ტორენი „გალათასარაის“ სათავეში 2022 წლის 14 იანვარში ჩაუდგა. სტამბოლელებმა გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა.





