გვილიამ ამხანაგურ მატჩში გაიტანა

0
42

ვაკო გვილიამ „რაკუვთან“ ერთად პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ამხანაგურ შეხვედრაში პირველი გოლიც გაიტანა.
„რაკუვმა“ სპარინგი სტუმრად გდანსკის „ლეხიასთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გვილიამ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, როდესაც დაახლოებით 20 მეტრიდან მეკარისგან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. „ლეხიამ“ საპასუხო ბურთი 70-ე წუთზე გაიტანა, ხოლო „რაკუვმა“ მეტოქის კარი მეორედ 77-ე წუთზე აიღო.