ყაზაიშვილის მეოთხე გოლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში

0
60

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
„ულსანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „სეულს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. მასპინძლები მე-6 წუთზე პალოშევიჩმა დააწინაურა, ხოლო 76-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეტოქის საჯარიმოს მარცხენა კუთხეში მიიღო ბურთი, ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ეფექტურად დაარტყა – 1:1. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე უმმა გაიტანა. ყაზაიშვილმა ამ სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაში 7-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
„ულსანი“ 39 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.