მანემ „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა

0
54

მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანე ოფიციალურად წარადგინა. სენეგალის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
გერმანული და ინგლისური მედიის ინფორმაციით, „ბაიერნმა“ მანეს სანაცვლოდ „ლივერპულს“ 32 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო დამატებით 9 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული. ის ახალ კლუბში წელიწადში ხელფასის სახით დაახლოებით 20 მილიონ ევროს (გადასახადების გადახდამდე) მიიღებს. „ლივერპულში“ მისი ხელფასი 12 მილიონი ევრო იყო.
„ლივერპულმა“ მანე 2016 წლის ზაფხულში „საუთჰემპტონიდან“ 34 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეიძინა. სენეგალელმა მერსისაიდელტა ყველა ტურნირში ჩატარებულ 269 მატჩში 120 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო.