საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრეც მოიგო. მე-18 ტურის ბოლო შეხვედრაში გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისისს „ტორპედო“ მიიღო და 3 უპაუხო ბურთი გაუტანა. მატჩის დაწყებამდე ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა თავის რჩეულს, რომელიც ტრიბუნაზე იყო, ხელი სთხოვა. შავიზღვიპირელთა განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია არც ამჯერად იყო, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა სასტარტოში ითამაშა და 74-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის 39-ე წუთზე ანგარიში ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა, რომელმაც საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ძალიან ძლიერად დაარტყა და მას მერე რაც ბურთი სტუმართა „ცოცხალ კედელში“ მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო „ცხრიანში“ შევარდა.
53-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი მათე აბულაძემ წააქცია და მსაჯმა პენალტის დანიშვნასთან ერთად ტორპედოელს ყვითელი ბარათი აჩვენა. თერთმეტმეტრიანი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა. 76-ე წუთზე აბულაძე თავის საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ფლამარიონს ეუხეშა და არბიტრმა პენალტი დადო, ხოლო ქუთაისელთა მცველი გააძევა. პენალტი ფლამარიონმა გამოიყენა.
89-ე წუთზემ, თორნიეკ გაფრინდაშვილმა მარჯვენა ფლანგზე ბურთიანად საკმაოდ დიდი მანძილი ირბინა, შემდეგ ცენტრიკენ შეიწია და როინ კვასხვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა.
ბათუმელები 41 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, ხოლო „ტორპედო“ 21 ქულით მეშვიდეა.
ახალი მთავარი მწვრთნელის ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ პირველი თამაში მოიგო. თბილისელებმა რუსთავის ნაცვლად „თელავს“ ამჯერად გორში უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი 67-ე უთზე შეცვლაზე შესულმა ხორვატმა ლეგიონერმა ბენედიკ მიოჩმა გაიტანა, რომელმაც მარცხნიდან იური ტაბატაძის გადაცემის მერე მეტოქის საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაიტანა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა.
„საბურთალო“ 26 ქულით მეხუთეა, გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით „თელავმა“ 21 ქული დააგროვა და მეექვსეა.






