თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა

0
54

თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ჭიაბრიშვილსა და დინამოს შორის ორნახევარწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ცნობილია ისიც, რომ ჭიაბრიშვილის ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე იქნება.
7 ივლისს “დინამო” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფაკაციო ეტაპზე ჩაერთვება. ესტონურ “პაიდესთან” პირველ მატჩამდე საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ახალ მწვრთნელს ეროვნულ ლიგაში სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი: “გაგრასა” და “ტორპედოსთან” შინ, ბათუმის “დინამოსთან” – სტუმრად.