„ლივერპულმა“ შოტლანდიის 21 წლამე ფეხბურთელთა ნაკრების მცველი კელვინ რემზი შეიძინა.
მერსისადელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 წლის მოთამაშემ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ლივერპულმა“ რემზიში „აბერდინს“ 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. ასევე, თუ ფეხბურთელი ახალ კლუბში თავს კარგად წარმოაჩენს, აბერდინელებს დამატებით 2,5 მილიონის გამომუშავების შანსი აქვთ.
სხვათა შორის, აბერდინისთვის არსებობის ისტორიაში რემზის ტრანსფერში მიღებული თანხა სარეკორდოა.





