გიორგი ჭიაბრიშვილი: „დინამოში“ მუშაობა რთულია, მაგრამ სასიამოვნოა“

0
75

თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, მთავარი მიზანი მოედანზე გასვლა და ყველა თამაშის მოგებაა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „ზოგადად პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, „დინამოში“ როდესაც მიდიხარ პირველი დღე დატვირთულია ემოციებით. ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი გარემო დამხვდა – ადამიანების ჯგუფი, სტაფი, მომსახურე პერსონალი, კლუბის ხელმძღვანელები. აქ მუშაობა ბედნიერებაა, მაგრამ ამავე დროს ძალიან საპასუხიმგებლოა, რაც გათვითცნობიერებული მაქვს. ესაა სამუშაო, რომელიც რთულია, მაგრამ სასიამოვნოა. დანარჩენს უკვე ყოველდღიურად ვნახავთ როგორ იქნება.
ბედნიერი ვარ, რომ „დინამოში“ ვიმყოფები. დღესდღეობით, მთავარია, რომ „დინამომ“ თავისი თამაში აჩვენოს როგორიც ტრადიციულად ჰქონდა. ვეცდებით, რაც შესაძლოა მალე იმას მივაღწიოთ, რომ გუნდმა ლამაზი, ლაღი და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. „დინამოში“ როდესაც ხარ მიზანზე საუბარი რთულია. ბევრი არჩევანი არ გაქვს და მიზანი ერთია – უნდა გახვიდე მოედანზე და ეცადო ყველა თამაშში გაიმარჯვო“.
ჭიაბრიშვილმა „დინამოს“ თავკაცის თანამდებობაზე კახა ცხადაძე შეცვალა და კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი თანაშემწე გიორგი დეკანოსიძე იქნება.