საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოელ ლე გრეს განცხადებით, კილიან მბაპეს ევრო-2020-ის შემდეგ ნაკრებიდან წასვლა სურდა.
„ჩვენ ევრო-2020-ის შევხვდით. მას მიაჩნდა. რომ ვერგატანილი პენალტის გამო, ფედერაციამ სოციალურ ქსელებში კრიტიკისგან და ნეგატივისგან ვერ დაიცვა.
ის გაბრაზებული იყო და საფრანგეთის ნაკრებში თამაში არ სურდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მთელი სერიოზულობით ნათქვამი არ იყო, რადგან უბრალოდ ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნით იმედგაცრუებული იუო, რადგან გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ის საუცხოო ბიჭია და უფრო მეტად გუნდური მოთამაშეა, ვიდრე თქვენ გგქონიათ“ – განაცხადა ნოელ ლე გრემ rmcsport.bfmtv-თან.





