ცნობილია თანხა, რომლის მიღებაც „ლიდსს“ რაფინია დიასის ტრანსფერში „ბარსელონასგან სურს.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ბრაზილიელ გარემარბს 55 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.
„ბარსელონა“ ფეხბურთელის აგენტს დეკუს ჯერ კიდევ თებერვალში შეუთანხმდა. მაგრამ „ლიდსს“ ვერ მოელაპარაკა.
თავად რაფინიასთვის ესპანურ გრანდში გადასვლა პრიორიტეტულია და ამიტომ, ინგლისის პრემიერ ლიგის სხვა კლუბების წინადადებას არ განიხილავს.
„ლიდსმა“ 2020 წლის 5 ოქტომბერს „რენიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა. 25 წლის ბრაზილიელმა ლიდსელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 67 მატჩში 17 გოლი გაიტანა.





