პსჟ-ს ნახევარმცველ ლეანდრო პარედესის თქმით, ლიონელ მესის მისი „მოკვლა“ სურდა. ინციდენტი 2020-2021 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „ბარსელონასა“ და პსჟ-ს დაპირისპირების დროს მოხდა -პარიზელებმა პირველი მატჩი 4:1 მოიგეს, ხოლო მეორე 1:1 დასრულდა,
„ის გაბრაზდა, რადგან ჩემს პარტნიორებს რაღაც ვუთხარი, რაც გაიგო. მესი უბრალოდ „გაგიჟდა“ და თავს დამესხა. ძალიან ცუდი რამ მოხდა. მას ჩემი „მოკვლა“ სურდა, ხოლო მე სახლში გაქცევა.
თუმცა, ამის შემდეგ ჩვენ არგენტინის ნაკრებში შევხვდით და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მან აჩვენა როგორი ადამიანია. ჩვენი ურთიერთობა ისეთივეა როგორც ადრე. ახლა, როდესც ამ მომენტს ვიხსენებთ, ორივე ვიცინით. თუმცა, მაშინ ძალიან გაბრაზებული იყო და ჩემი „მოკვლა“ უნდოდა“ – განაცხადა პარედესმა Caja Negra-სტან ინტერვიუში.





