„ატლეტიკო“ ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს

0
70

აქსელ ვიცელი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ განაგრძობს, იუწყება აrtbf.be. ბელგიელი ფეხბურთელი და ესპანური კლუბის ხელმძღვანელები კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ. 33 წლის ვიცელი ორშაბათს მადრიდში ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელიწადი გაგრძელდება.
ვიცელს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „ატლეტიკოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება. ის „ბორუსიაში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 145 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. ვიცელი ბელგიის ეროვნულ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და 124 თამაშში 12 გოლი გაიტანა.