აგდამის “ყარაბაღმა” პოლონეთის “იაგიელონიადან” ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა, რის შესახებ აზერბაიჯანული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
23 წლის მეკარემ აგდამელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “იაგიელონიამ” გუგეშაშვილი “ყარაბაღში” იანვარში გაანათხოვა და მან აზერბაიჯანის ჩემპიიონატში 4 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო კონფერენს ლიგის ჯგუფუერ ეტაპზე 2-ჯერ ითამაშა. ის კარიერის განმავლობაში ასევე თბილისის “დინამოში”, გორის “დილაში” და ესპანეთის “გრანადას” სარეზერვო გუნდი გამოდიოდა.





