მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა „ლივერპულიდან“ სადიო მანეს მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი დაადასტურა.
„დიახ, ის გადმოდის“ – განუცხადა სალიჰამოჯიჩმა Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტ ტორბენ ჰოფმანს.
„ლივერპული“ სენეგალელი გარემარბის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 9 მილიონი ევრო ბონუსების სახითაა გათვალისწინებული თუ ფეხბურთელი გაცემულ ავანსს გაამართლებს.
„ლივერპულმა“ მანე 2016 წლის ზაფხულში „საუთჰემპტონიდან“ 34 მილიონი გირვანქა სტერლინგად შეიძინა.
სენეგალის ეროვნული ნაკრების ლიდერმა „ლივერპულში“ ყველა ტურნირში 269 მატჩი ჩაატარა და 120 გოლი გაიტანა.





