ლეონარდომ „პარი სენ ჟერმენის“ სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ getfootballnewsfrance.com იუწყება.
ჟურნალისტის კითხვაზე განუმარტეს თუ არა მასთან განშორება რატომ გადაწყვიტეს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელმა შემდეგი განაცხადა:
„ის რაც კლუბის შიგნით განიხილება, იქ უნდა დარჩეს. როდესაც კლუბს შენი მოცილება სურს, ლამაზად დამშვიდობება არ გამოდის“.
ლეონარდოს პსჟ-ში ლუიშ კამპუშმა შეცვალა, რომელიც საფეხბურთო საკითხებში კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი იქნება.





