ბერგამოს „ატალანტამ“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მერიხ დემირალი გამოისყიდა, რომელიც მანამდე გუნდში იჯარით თამაშობდა.
ბერგამოელებმა 24 წლის მცველის სანაცვლოდ ტურინელებს 20 მილიონი ევრო გადაუხადეს. დემირალმა „ატალანტასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. მან გასულ სეზონში ბერგამოელთა მაისურით ყველა ტურნირში 42-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
დემირალი თურქეთის ეროვნული ნაკრებში 2018 წლიდან გამოდის და 25 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.





