მჭედლიშვილი „ტორპედოს“ შეუერთდა

0
25

ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მცველი გიორგი მჭედლიშვილი დაიმატა.
30 წლის მცველი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ის ახალ გუნდში 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მჭედლიშვილმა მიმდინარე სეზონი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის „სამტრედიაში“ დაიწყო, სადაც 13 მატჩი ჩაატარა.
მას კარიერის განმავლობაში „სამტრედიას“ გარდა საქართველოს ჩემპიონატში თბილისის „ლოკომოტივში“, მარტვილის „მერანში“, „ვიტ ჯორჯიაში“, თბილისის „დინამოში“, „გურიაში“ და „სამგურალში“ უთამაშია.