„საბურთალომ“ და ნოდარ ქავთარაძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტე, იუწყება თბილისური კლუბის პრესსამსახური.
29 წლის ქავთარაძე „საბურთალოში“ მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის დიდი ალბათობით კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ განაგრძობს, სადაც 2019 წლის სეზონში გამოდიოდა და 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.





