ლუკა წულუკიძე „ურალში“ ვარჯიშობს

0
46

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ლუკა წულუკიძე რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ეკატერინბურგის „ურალში“ დაბრუნდა. ამის შესახე კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ურალის“ მთავარი გუნდი მთლიანი შემადგენლობით შეიკრიბა და შვებულების შემდეგ პირველი ვარჯიში ჩაატარა. აღვნიშნავთ, რომ გუნდს შეუერთდა ქართველი ნახევარმცველი ლუა წულუკიძე, რომელთანაც ჩვენმა კლუბმა თებერვალში ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე თვით კონტრაქტი შეჩერებული იყო, მაგრამ გუშინ საქართელოს ჭაბუკთა ნაკრების ფეხბურთელი ეკატერინბურგში დაბრუნდა და სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა“.
18 წლის შემტევი ნახევარმცველი ეკატერინბურგის ურალში ამ წლის თებერვალში, საბურთალოდან გადავიდა, მაგრამ კლუბის მაისურით ვერცერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ, ლუკა წულუკიძემ, თანაგუნდელ ლუკა გაგნიძესთან ერთად, რომელიც ურალში იჯარით ირიცხებოდა (მოსკოვის დინამოდან), ფიფას წესით ისარგებლა და რუსეთი დატოვა.