თბილისის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი კახა ცხადაძემ დატოვა. ამის თაობაზე კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
”18 ივნისს, თბილისის ”დინამომ” მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ”დინამო” 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახასი და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება ვუსურვოთ. კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს“ – ”დინამოს” სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე რეხვიაშვილი.





