პრემიერ ლიგის მომავალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

0
69

ინგლისის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია. პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ტურნირი სტარტს პარასკევს 5 აგვისტოს აიღებს,
პირველი ტურის პირველი შეხვედრა ლონდონში „კრისტალ პალასსა“ და „არენალს“ შორი გაიმართება. პრემიერ ლიგის 2022-2023 წლების სეზონი 28 მაისსს დასრულდება. წელს კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გამო ინგლისის პირველობა 12 ნოემბერს გასამართი ტურის მერე 26 დეკემბერს განახლდება. შეგახენებთ, რომ გასულ სეზონში პრემიერ ლიგა „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე „ლივერპული“ გავიდა.