დანი ალვეში „ბარსელონას“ დაემშვიდობა

0
64

დანი ალვეში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონადან“ წავიდა. 39 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩვენი განშორების დრო დადგა. ეს ის 8 წელიწადი იყო, რომელიც ამ კლუბს, ამ ყვავილებს და ამ სახლს მივუძღვენი. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ცხოვრებაში წლები გადის, გზები იყოფა და ისტორია გადაიწერება. მათ ჩემი გაშვება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხე, რადგან ვერ წარმოგიდგენიათ რამდენად გამძლე და ჯიუტი ვარ.
ბევრი წელიადი გავიდა, ვიდრე ფეხბურთი და ცხოვრება აქ დაბრუნების შანსს მომცემდა, რათა დაგმშვიდობებოდით. მადლობა“.
მოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი „ბარელონაში“ თავდაპირველად 2008-2016 წლებში თამაშობდა, ხოლო კლუბში 2021 წლის ნოემბერში დაბრუნდა. მან გასულ სეზონში კატალონიელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ალვეშს კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს უმთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.