„ბაიერნმა“ გრავენბერხი „აიაქსიდან“ შეიძინა

0
61

მიუნხენის „ბაიერნმა“ რაიან გრავენბერხის ამსტერდამის „აიაქსიდან“ შეძენა ოფიცალურად დაადასტურა. გერმანული გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 წლის ნიდერლანდელმა კლუბთან კონტრაქტია 2027 წლამდე გააფორმა. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნმა“ „აიაქსს“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა და თუ მომავალში გრავენბერხს გაასხვისებ, ამსტერდამელები ტრანსფერიდან 7% მიიღებენ.
გრავენბერხი „აიაქსის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წლიდან გამოდიოდა, მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 103 მატჩში 12 გოლი გაიტანა.