იტალია გალიდერდა, გერმანიას და ინგლისს ჯერ არ მოუგიათ

0
55

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია. A ლიგის მე-3 ჯგუფის მე-3 ტურში ჰანსი ფლიკის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად უნგრეთს შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
მასპინძლები მე-6 წუთზე ნადიმ დააწინაურა, როდესაც ახლოა მანძილიდან დარტყმით ნოიერს შანსი არ დაუტოვა. ბუნდესნაკრებმა საპასუხო ბურთი სამ წუთში გაიტანა, რომლის ავტორი ჰოფმანი აღმოჩნდა. სამი ტურის შემდეგ უნგრეთი 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, ხოლო გერმანელებს აქტივში სამი ფრე აქვთ და მესამე პოზიცაზე იმყოფებიან.
ჯგუფის ლიდერი 5 ქულით იტალიაა, რომელიც სტუმრად ქალაქ ვულვერჰემპტონში ინგლისს შეხვდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. ბოლო 10 შეხვედრაში ინგლისმა იტალია ერთხელ დაამარცხა – 2012 წლის 15 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში 2:1. მას მერე იტალიელებმა 5 თამაში მოიგეს და 4 ფრედ დასრულდა.