ვოლკოვი ისევ აზერბაიჯანში ითამაშებს

0
83

დავით ვოლკოვის ტრანსფერი პოლონეთის გდანსკის „ლეხიაში“ არ შედგა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი კარიერას ისევ აზერბაიჯანში განაგრძობს.
27 წლის ფეხბურთელმა „საბაჰთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გასულ სეზონი „ზირეს“ შემადგენლობაში აზერბაიჯანის სუპერლიგასი ჩატარებულ 28 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.
2021-2022 წლების სეზონი მის აზერბაიჯანულ კარიერაში საუკეთესოა, რადგან მანამდე ამდენჯერ თავი არც „ზირეში“ გამოუჩენია და არც „გაბალაში“, სადაც 2 წელიწადი ითამაშა.