საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს მიაჩნია, რომ ერთა ლიგაში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 გამარჯვების მიუხედავად, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მან თავის კარეირაში ეროვნული გუნდის მაისურით პირველი გოლი სწორედ სკოპიეში გაიტანა.
ოთარ კიტეიშვილი: „პირველ ყოვლისა, ძალიან სასიხარულოა და მნიშვნელოვანია ასეთი რთულ თამაშის მოგება, მით უმეტეს გასვლაზე. მთელი გუნდი გახარებული ვარ და მინდა საქართველოს ეს გამარჯვება მივულოცო. რა თქმა უნდა, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ საქმე აუცილებლად დასასრულებელია და შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით, რომელიც სამ დღეში გვაქვს.
ჩემსს გოლს რაც შეეხება ნაკრებში გატანილ ჩემს პირველ გოლს, სულ სხვა ემოციაა და მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს 12 ივნისს თბილისში ბულგარეთთან ჩაატარებს.





