რანგნიკის წარმატებული დებიუტი ავსტრიის ნაკრებში

0
44
Soccer Football - UEFA Nations League - Group A - Croatia v Austria - Stadion Gradski vrt, Osijek, Croatia - June 3, 2022 Austria's Christopher Trimmel celebrates with teammates after the match REUTERS/Antonio Bronic

ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში რალფ რანგნიკის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფში ავსტრიელები სტუმრად ხორვატებს შეხვდნენ და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. სტუმრებიდან 41-ე წუთზე ამატოვიჩმა ანგარიში გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე გრეგორიჩმა მეორე გოლი გაიტანა. 57-ე წუთზე ზაბიცერმა მასპინძლების კარი კიდევ ერთხელ აიღო და ამის მერე ანგარიში არ შეცვლილა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში რანგნიკი ავსტრიის ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში „მშრალი“ ანგარიშიტ მოიგო. მანამდე, ეს 2022 წელს ჰანს კრანკლმა მოახერხა.
63 წლის გერმანელი სპეციალისტისთვის ავსტრიის ნაკრები ერთი წლის განმავლობაში მესამე სამუშაო ადგილია. ის 2021-2022 წლების სეზონში ჯერ მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტისა და განვითარების ხელმძღვანელი იყო, ხოლო გასული წლის ნოემბრის ბოლოდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავკაცობდა.