ინგლისის ჩემპიონსიფში ზედიზედ ორი თამაშის მოგების შემდეგ, შოთა არველაძის გაწვრთნილი “ჰალ სიტი” სტუმრად “მილუოლთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის 51-ე წუთზე ანგარიში მელოუნმა გახსნა, ხოლო ხუთ წუთში სტუმართა კარი ბრედშოუმ აიღო. “ჰალიდან” ერთადერთი გოლი თავის ანგარიშზე ივისმა ჩაიწერა.
არველაძის გუნდმა ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი წინა ტურში გადაწყვიტა. “ჰალს” 47 ქულა აქვს და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.





