„კოპენჰაგენმა“, სადაც დავით ხოჭოლავა გამოდის, დანიის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ზედა ექვსეულის მორიგი ტური პრინციპულ დერბიშისს კოპენჰაგენელებმა „ბრონდბიუს“ უმასპინძლეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. შესვენებამდე გოლი არ გასულა. მასპინძლებიდან ანგარიში 52-ე წუთზე პეპ ბეილმა გახსნა. მან 85-ე წუთზე დუბლი მიითვალა და „კოპენჰაგენს“ სამი ქულა გაუფორმა.
„კოპემჰაგენი“ 57 ქულით დანიი სუპერლიგაში ლიდერია და სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-2 ადგილზე მყოფ „მიდტიულანდს“ 9 ქულით ასწრებს.




