ზურიკო დავითაშვილი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელია. ეს ინფორმაცია საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონი ტულას “არსენალში” დაიწყო, სადაც რუსეთის პრემიერ ლიგაში 23-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.
21 წლის ფეხბურთელს ბათუმურ კლუბში გადასვლამდე, საქართველოს ჩემპიონატში თბილისის “დინამოში” და “ლოკომოტივში” უთამაშია.





