„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში საუკეთესოდ აღიარეს. ლა ლიგის ოფიციალურმა Youtube არხმა ტრადიციულად ტურის 5 საუკეთესო მოგერიების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის მიერ „რაიო ვალეკანოსთან“ (1:1) მატჩში მოგერიებული ბურთი გავიდა, რაც მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა. 27-ე წუთზე „რაიოდან“ ვალენსიელტა კარს ისი პალასონი დაემუქრა, მაგრამ მამარდაშვილმა საუცხოო რეაქცია გამოავლინა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამი „მშრალი“ შეხვედრის ჩატარების შემდეგ, ქართველმა მეკარემ გოლი „რაიო ვალეკანოსთან“ გაუშვა.





