რონალდუმ აუტისტ ბავშვს მოუბოდიშა და „ოლდ ტრაფორდზე“ დაპატიჟა

0
57

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ 14 წლი აუტისტ ბიჭს ჯეი ჰარდინგს მოუბოდიშა, რომელსაც სტუმრად „ევერტონთან“ (0:1) მარცხის შემდეგ ტელეფონი დაუზიანა.
„ისეთ რთულ მომენტში როგორიც ახლაა ემოციებთან გამკლავება იოლი არაა. თუმცა, ყოველთვის თავაზიანები, მომთმენნი უმდა ვიყოთ და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი საუცხოო თამაში უყვართ.
მსურს ჩემი „აფეთქებისთვის“ მოვიბოდიშო და თუ შესაძლებელია. როგორც სამართლიანობისა და სპორტული პრინციპების დაცვის მომხრემ. ეს გულშემატკივარი „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართ მატჩზე დავპატიჟო“ – დაწერა რონალდუმ თავის ინსტაგრამისს გევრდზე.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი 2006 წლის შემდეგ პირველად წელს საკლუბო ტიტულის გარეშე დარჩება. მაშინ, მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ინგლისის ლიგის თასი მოიგო.