ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში სტუმრად „ევერტონთან“ 0:1 წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ფეხბურთის 14 წლის აუტისტ გულშემატკივარ ჯეი ჰარდინგს ტელეფონი დაუზიანა. ამის შესახებ ბავშვის დედა სარა კელიმ Liverpool Echo-სთან ისაუბრა.
„მანჩესტერ იუნატედის“ მოთამაშეები მოედანს ტოვებდნენ. ჩვენ გვირაბთან ახლოს ვისხედით და ჩემი შვილი მათ ვიდეოს უღებდა. მან ტელეფონი დაბლა დაწია, რადგან რონალდუმ, რომელმაც გევრდით ჩაგვიარა, წინდა ჩაიწია და გამოჩნდა, რომ ფეხიდან სისხლი სდიოდა. ჯეის არაფერი უთქვამს, ხოლო რონალდუმ, რომელიც საშინელი სახით მოდიოდა ჩემს შვილს ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა და გზა გააგრძელა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მას როგორი სისხლჩაქცევები აქვს. უბრალოდ დაუჯერებელია, რომ ამაზე ვსაუბრობ.
მე ვტიროდი, ხოლო ჯეიკობი შოკში იყო. მას აუტიზმი და დისპრაქსია აქვს. მან მომხდარი სრულად მაშინ გაიაზრა, როდესაც სახლში მივედით. ის ძალიან გულდაწყვეტილია და ახლა მისი ფეხბურთზე ისევ წაყვანა რთული იქნება. მის ცხოვრებაში პირველი მატჩი იყო და ასეთი რამ მოხდა.
რონალდუ კერპია. ის „ევერტონში“ არ თამაშობს, მაგრამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი შვილი მუდმივად ამბობდა: „იქ რონალდუ იქნება“. ის მისი კერპია. მე კიდევ გავიგებდი, რომ ჯეიკს მითვის სახის წინ ხელი აექნია, მაგრამ იგი შორს იყო – რონალდუმ ხომ ჩაიმუხლა და თავის ფეხს უყურებდა. ჩემი როგორც დედის აზრია, რომ ამ აუტისტ ბიჭს ფეხბურთელი თავს დაესხა“ -განაცხადა კელიმ.






