მესის რეკორდი საფრანგეთის ჩემპიონატში

0
61

საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში პსჟ–მ სტუმრად „კლერმონი“ 6:1 დაამარცხა, ხოლო პარიზელთა არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ 3 საგოლე პასი გააკეთა.
მესი მინიმუმ 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ (როდესაც კომპანია Opta-მ საფრანგეთის ჩემპიონატის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება დაიწყო) ერთ სეზონში ორ სხვადასხვა შეხვედრაში 3-3 საგოლე პასი გააკეთა.
მესიმ „კლერმონთან“ დაპირისპირების დროს 2-ჯერ ასისტენტობა კილიან მბაპეს გაუწია, ხოლო ერთხელ – ნეიმარს.
მანამდე, მან სამი საგოლე გადაცემა „სენტ-ეტიენთან“ (3:1) შეხვედრაში მიითვალა.