რანგნიკს „მანჩესტერის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

0
61

იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც მანჩეტერ იუნაიტედში“ უმუშავიათ, ყველაზე ცუდი რალფ რანგნიკს შედეგი აქვს. შაბათს, ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში მანჩესტერელები სტუმრად „ევერტონს“ შეხვდნენ და 0:1 წააგეს. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 8-ჯერ გაიმარჯვა. ამრიგად, რანგნიკმა გუნდს შეხვედრების 47% მოაგებინა, რაც მის ყველა წინამორბედთან შედარებით ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
63 წლის გერმანელი ინგლისურ გრანდს სათავეში 2021 წლის 3 დეკემბერს ჩაუდგა. სეზონის დასრულების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს და კლუბის სტრუქტურაში იმუშავებს.
მანჩესტერელები 51 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან. „იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგა ბოლოს 2013 წელს მოიგო, ხოლო ბოლო ტიტული 2017 წელს მოიპოვა, როდესაც ინგლისის ლიგის თასს დაეუფლა და ევროპა ლიგაში გაიმარჯვა.