მიქელთაძის პირველი ჰეთ-თრიქი ავსტრალიაში

0
45

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A ლიგაში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. 23-ე ტურში “ნიუკასლ ჯეთსი”, სადაც ქართველი თავდამსმელი გამოდის შინ “პერტ გლორის” შეხვდა და 6:1 გაიმარჯვა.
მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი 31-ე, 37 და 78-ე (პენალტით) წუთზე გამოიჩინა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. 24 წლის ფეხბურთელი ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 12 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ “მელბურნ სიტის” ფორვარდ ავსტრალიელ ჯეიმი მაკლარენს 2 ბურთით ჩამორჩება.
“ნიუკასლ ჯეთსი” 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ის მე-10 ტურში “ჯეონამი”, სადაც ნიკა კაჭარავა გამოდის სტუმრად “კვანჯუს” შეხვდა და 0:1 წააგო. ქართველმა თავდამსხმელმა მეორე ტაიმი ითამაშა. “ჯეონამი” 12 ქულით 11 გუნდში მე-5 ადგილზეა.
ფინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-2 ტურში ნიკა სიჭინავას კუპსმა გასვლაზე “ილვესი” 2:1 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.