სოლომონ კვერკველია კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კლუბ “გაგრაში” განაგრძობს, სადაც ბოლო პერიოდში სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა. გაგრელთა ოფიციალურ ვებგევრდზე ფოტო გამოქვეყნდა „Guess who? გამოიცანი ვინ არის“, სადაც აშკარად ჩანს, რომ გარეთ ბეილის გვერდი კვერკველიას სილუეტია გამოსახული. ეს ფოტო მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2016 წლის 9 ოქტომბერს კარდიფში უელსისა და საქართველოს ნაკრებების მატჩშია გადაღებული.
კვერკველიამ მიმდინარე სეზონი ხარკოვის “მეტალისტში” დაიწყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საქართველოში დაბრუნდა და მინიმუმ 30 ივნისამდე “გაგრაში” ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ფიფამ რუსეთში და უკრაინაში მოასპარეზე ლეგიონერებს თავის კლუბებთან კონტრაქტის შეჩერების და 30 ივნისამდე სხვაგან თავისუფალ აგენტის სტატუსით გადასვლის ნება დართო.





