ჩაკვეტაძეს სასტარტო ისევ არ ანდეს -„ჰამბურგმა“ წარუმატებელი სერია შეწყვიტა

0
52

გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში ჰამბურგელებმა აუე მიიღო და 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
მასპინძლებიდან მე-14 წუთზე ანგარიში გლატცელმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე თავი კიტელმა გამოიჩინა. 75-ე წუთზე სტუმრების კარი ჰეიერმა აიღო, მატჩში წერტილი კი 83-ე წუთზე რეისმა დასვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტოში ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ მოხვდა. ის თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. „ჰაბურგმა“ ჩემპიონატში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია (3 მარცხი და 2 ფრე) შეწყვიტა და 45 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.