გიორგი წიტაიშვილი კარიერას კრაკოვის “ვისლაში” განაგრძობს. კრაკოველთა პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის გარემარბმა პოლონურ კლუბთან კონტრაქტის 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
წიტაიშვილმა მიმდინარე სეზონი ოდესის „ჩერნომორეცში“ დაიწყო, სადაც კიევის „დინამომ“ გაანათხოვრა. მან ოდესელთა მაისურით უკრაინის პრემიერ ლიგაში 13-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფიფამ ამ ქვეყნებში მოასპარეზე ლეგიონერებს უფლება მისცა მიმდინარე წლის 30 ივისამდე თავის კლუბებთან კონტრაქტი შეაჩერონ და სხვა კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდნენ.
„ვისლა“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.





