უეფას ევროპა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. 1/8-ფინალის სტადია შემდეგმა გუნდებმა დაძლიეს:
„ლაიფციგი“, ბერგამოს „ატალანტა“, „ბრაგა“, გლაზგოს „რეინჯერსი“, „ბარსელონა“, „აინტრახტი“, „ვესტ ჰემი“, „ლიონი“.
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის კენჭისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში შედგება და თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება. დღესვე გაირკვევა ევროპა ლიგის 1/2-ფინალში ერთმანეთს 1/4-ფინალის რომელიც წყვილების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან.
ევროპა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩები 7 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 აპრილს.
ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 28 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი – 5 მაისს.
ევროპა ლიგის ფინალი 18 მაისს სევილიაში სანჩეს პისხუანის სახელობის სტადიონზე შედგება.





