უეფას კონფერენს ლიგაში ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. 1/8-ფინალში წარმატებით შემდეგმა გუნდებმა იასპარეზეს:
„ლესტერი“, „მარსელი“, პსვ, „ბოდო-გლიმტი“, პრაღის „სლავია“, პაოკი, „რომა“, როტერდამის „ფეინოორდი“.
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის კენჭისყრა დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. დღესვე გაირკვევა კონფერენს ლიგის 1/2-ფინალში ერთმანეთს 1/4-ფინალის რომელიც წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან.
კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩები 7 აპრილს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 14 აპრილს.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრები 28 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო – 5 მაისს.
კონფერენს ლიგის ფინალი 25 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტადიონ „ნაციონალ არენაზე“ შედგება.





