ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში ვერ გავიდა

0
54

„კოპენჰაგენი“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში ვერ გავიდა.
დანიელებმა პირველი მატჩი სტუმრად პსვ-სთან 4:4 ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდათ. თუმცა, სახლში ნიდერლანდელებთან პირწმინდად წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
პსვ მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ეინდჰოვებელებიდან ანგარიში მე-10 წუთზე ზაჰავიმ გახსნა, ხოლო მარიო გიოტცემ 38-ე წუთზე მასპინძლები მეორედ დაამწუხრა. 79-ე წუთზე ზაჰავიმ დუბლი შეასრულა, წერტილი კი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მადუელემ დასვა.
საქართველსო ეროვნული ნაკრების მცველი ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.