ბოლნისის „სიონმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი ქულა აიღო. ბოლნისელთა მთავარი მწვრთნელის რანგში უჩა სოსიაშვილის დებიუტი მე-4 ტურში სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ შედგა, რომელიც 2020 წელს ქართული ფეხბურთის ელიტაში დააბრუნა.
მე-17 წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა გრძელი პასით მეტოქის საჯარიმოში მამია გავაშელიშვილი მოძებნა, რომელმაც პასი ჯეფერსონ ჯერალდოს გაუკეთა, ხოლო ამ უკანასკნელის დარტყმული ბურთი ლევან ისიანმა მოიგერია, მაგრამ ირაკლი რუხაძემ ზუსტად დაამატა – 1:0.
პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. მეორე ტაიმიდ დაწყებიდან 10 წუთში „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძემ თავის საჯარიმოში ლუკა ხორხელის მოტყუება მოინდომა, მაგრამ „სიონის“ ფორვარდმა ბურთი აართვა და ანგარიში გაათანაბრა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი ბურთუ არ გასულა და გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „სამგურალი“ მხოლოდ ქულას დასჯერდა.
„სამგურალი“ 4 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „სიონი“ ერთი ქულით – მეცხრეა.





