კარლო ანჩელოტი: „ვიწვალეთ, მაგრამ ეს ნორმალურია”

0
54

კარლო ანჩელოტის თქმით, მისმა გუნდმა იწვალა, მაგრამ ასეთ მატჩებში მსგავსი რამ ნორმალური მოვლენაა. მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შინ პსჟ-სთან გამარჯვების (3:1) და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან რთული მატჩი მოვიგეთ, განსაკუთრებით მბაპეს მიერ გატანილი გოლის შემდეგ. ვცდილობდით მაღალი პრესინგი გვეთამაშა, რასაც ვარჯიშზე ვამუშავებდით და პირველი ბურთი სწორედ ასე გავიტანეთ. გულშემატკივრები წინ წასვლისკენ მოგვიწოდებდნენ, რის შემდეგ უფრო მეტი და მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ჩვენ ბედნიერები ვართ.
შეხვედრა ენერგიულად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ პსჟ-მ პრესინგით სირთულეები შეგვიქმნა. ვიწვალეთ, რაც ნორმალურია. ჩვენ ცოტა ვრისკავდით, როდესაც მბაპეს ერთ-ერთზე „მოტყუების“ შანსს ვაძლევდით და ამან ცხოვრება გაგვირთულა“ – ციტირებს იტალიელს სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.