კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 12 გუნდი ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიწყო, ხოლო ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ანორთოსისისთვის“ პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი შინ ლარნაკას აეკ-ს შეხვდა და 1:3 წააგო. მოიხედავად კვიპროსული მედიის ინფორმაციისა, რომ გიორგი ლორია ტრავმირებულია და მატჩს გამოტოვებდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებიდან მე-4 წუთზე ანგარიში ალტმანმა გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე ტრიჩკოვსკიმ მეორე გოლი გაიტანა. 34-ე წუთზე არტიმატასმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, მაგრამ 64-ე წუთზე ტრიჩკოვსკიმ დუბლი მიითვალა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.





