“ნიუკასლ ჯეთსი”, რომელშიც ბექა მიქელთაძე გამოდის, ავსტრალიის A ლიგის მე-17 ტურში სტუმრად “ვესტერნ იუნიონს” შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მასპინძლები მე-16 წუთზე ლაკრუამ დააწინაურა, რომელმაც 52-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე თარგეიტმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა მეტი ვერ მოახერხა და უქულოდ დარჩა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და ამჯერად უგოლოდ დარჩა. ის ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 12 მატჩში 8 ბურთი (4 პენალტიდან) გაიტანა, ასევე 6 საგოლე პასი მიითვალა. “ნიუკასლ ჯეთსი” 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.





