“ტორპედო” გიორგი არაბიძის განაცხადში შეყვანას ვერ ახერხებს

0
47

ქუთაისის “ტორპედო” გიორგი არაბიძის განაცხადში შეყვანას ჯერ ვერ ახერხებს. ქუთაისურმა საფეხბურთო კლუბმა ამ საკითხის შესახებ განმარტება თავის ოფიციალურ ვებგევრდზე გააკეთა:
“მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მხრიდან ამ ტრანსფერის განსახორციელებლად დოკუმენტაცია სრულად იქნა მიწოდებული, პორტუგალიური მხრიდან სამტრედიასა და არაბიძის შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებისა და სათანადო დოკუმენტაციის არ გამოთხოვნის გამო, პროცესი შეფერხდა. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას და იმედს ვიქონიებთ, რომ უკვე მომდევნო მატჩში ვიხილავთ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეულს”.