ხოჭოლავას პირველი მატჩს წელს – ფანების მხარდაჭერა ქართველ მცველს

0
63

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე წელს „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მაგრამ ძალიან მცირე დრო დაუთმეს. დანიის სუპერლიგის მე-20 ტურში კოპენჰაგენელები გასვლაზე „რანდერს“ შეხვდნენ და 3:0 გაიმარჯვეს. „კოპენჰაგენიდან“ ანგარიში მე-19 წუთზე ბარდაგჯიმ გახსნა, ხოლო 70-ე წუთზე ანკერსენმა სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურეს. 86-ე წუთზე მესამე გოლი ლერაგერმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. „კოპენჰაგენი“ 42 ქულით 12-გუნდიანი ჩემპიონატის ლიდერია.
„კოპენჰაგენის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხოჭოლავას მოედანზე გამოჩენის შემდეგ კლუბის ფანებმა მას უმღერეს და ამით სოლიდარობა გამოუცხადეს ქართველს, რომლის ოჯახიც უკრაინაშია. მას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. განვლილი მატჩის დროს კოპენჰაგენელთა მაისურებზე ეწერა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“. ამასთანავე, დანიურმა კლუბის ფანებმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად თანხა შეაგროვეს.
კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში „დოქსამ“, რომლის ღირსებას ავთო ებრალიძე იცავს შინ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და ქულა აიღო. ნიქოზიელები წინ 88-ე წუთზე გავიდნენ, მასპინძლებმა კი საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანეს. „დოქსა“ 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზე.