დანი ალვეში „ბარსელონაში“ დარჩება

0
25

დანი ალვეში მომავალ სეზონშიც „ბარელონაში“ ითამაშებს. ეპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, კლუბი ბრაზილიელ მარჯვენა მცველთნ კონტრაქტის გახანგრძლივების ოფციას გააქტიურებს.
ალვეშს კატალონიელებთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ  ოფციის გააქტიურების შემდეგ 38 წლის ფეხბურთელი „ბარსაში“ კიდევ ერთი წელიწადი დარჩება.
ალვეშის გუნდში დატოვება მთავარი მწვრთნელის ხავის პირადი ინიციატივაა, რომელსაც სამხრეთ ამერიკელის თამაში ძალიან მოსწონს. 38 წლის ალვეშმა, რომელიც „ბარსელონას“ ზამთარში შეუერთდა ესპანეთის ლა ლიგაში 3-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.