წელს ლეგენდარულ დინამოელს – ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძეს დაბადებიდან 100 წელი უსრულდება.
დედაქალაქელთა ლეგენდარული და რეკორდსმენი ფეხბურთელის საპატივცემულოდ დინამოელთა წლევანდელ ფორმას წარწერა ბასა100 დაამშვენებს.
ბასა ღოღობერიძემ ლურჯ-თეთრი ფორმით 432 ჩატარებულ შეხვედრაში, გაიტანა 160 გოლი. ჩემპიონატში ჩატარებული მატჩებით (341) ბასა “დინამოს” რეკორდსმენი გახლავთ. ასევე რეკორდად ითვლება მის მიერ “დინამოში” გატარებული 17 წელი. 1961 წელს ის გუნდის მთავარი მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო მომდევნო 4 წელი გუნდის უფროსი გახლდათ.
გარდა ამისა, ახალი სეზონიდან თბილისის “დინამოს” კაპიტნის სამკლავურზე საქართველოს დედაქალაქის კონტურები გამოისახა.








